2026 წლის აპრილში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი ჩაატარებს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა კონფერენციას: „ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“(IX).
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართული ლიტერატურის პრობლემატიკით დაინტერესებულ ყველა მსურველს.
მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების სათაური მცირე ანოტაციასთან ერთად განსახილველად უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 15 მარტამდე.
სტუდენტთათვის სავალდებულოა ხელმძღვანელის რეკომენდაცია.
კონფერენციის სამეცნიერო კონსულტანტი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.
კონფერენციის კოორდინატორები:
თსუ მეცნიერ-მკვლევარი ირმა მაკარაძე. მობ.: 577 25 25 18
თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის უფროსი სპეციალისტი თამარ მელიქიძე. მობ.: 558 48 38 28
თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის სპეციალისტი კოტე ლომიძე. მობ.: 579 136011.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თსუ, ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #13;
ელ. ფოსტა: lomidze.kote1@gmail.com.